რა არის CRM?
CRM (Customer Relationship Management) არის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა. მარტივად რომ ვთქვათ: ეს არის პროგრამა, სადაც ყველა კლიენტის ინფორმაცია, კომუნიკაცია და გაყიდვის ისტორია ერთ ადგილზეა.
რატომ სჭირდება ბიზნესს CRM?
- არ დაგავიწყდება კლიენტი — ყველა მოთხოვნა და follow-up ტრეკინგზეა
- გაყიდვების პროცესის ხილვადობა — pipeline-ში ხედავ სად დგას თითოეული deal
- გუნდის კოორდინაცია — ყველა თანამშრომელს აქვს ინფორმაციაზე წვდომა
- ანალიტიკა — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
- ავტომატიზაცია — ციფრული მარკეტინგის ავტომატიზაციის ნაწილი
პოპულარული CRM სისტემები
- HubSpot CRM — უფასო ვერსია, იდეალური სტარტაპებისთვის
- Salesforce — ინდუსტრიის ლიდერი, კორპორაციებისთვის
- Pipedrive — გაყიდვებზე ფოკუსირებული, მარტივი
- Bitrix24 — პროექტების მართვა + CRM ერთში
CRM და ვებსაიტი
CRM-ის ინტეგრაცია ვებსაიტთან ნიშნავს: საკონტაქტო ფორმიდან ავტომატურად შედის ლიდი CRM-ში, ჩატის ისტორია ინახება, email მარკეტინგის კამპანიები ავტომატურად ეშვება.
როდის არის CRM-ის დანერგვის დრო?
- კლიენტებს Excel-ში ან ბლოკნოტში ინახავთ
- გუნდს ინფორმაციის გაზიარება უჭირს
- follow-up-ები ივიწყება
- არ იცით რამდენი ლიდი გაქვთ pipeline-ში
თუ ერთი პუნქტიც შეგეხო — დროა CRM დანერგოთ. დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით.
